ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით ანდრო ბარნოვი, რომელიც ყოფილი „რესპუბლიკელია", სპეცსამსახურების აგენტია და ის ოპოზიციაში ჩანერგილი იყო:
„ანდრო ბარნოვმა საკუთარ თავს მიხედოს და იმაზე იფიქროს, თვითონ რომელი სპეცსამსახურის აგენტია! დიახ, 2009 წელს ბარნოვი იყო „რესპუბლიკური" პარტიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ამ პარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და ღიად გამოხატავდა ოპოზიციურ განწყობას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, მერე კი რადიკალურად შეიცვალა განწყობა და სააკშვილის ბანაკში აღმჩნდა, ასეთი რამ კი სწორედ სპეცსამსახურების აგენტებს ახასიათებთ. როგორც ჩანს, ბარნოვი სააკაშვილის სპეცსამსახურების მიერ იყო ჩანერგილი ოპოზიციაში და კონკრეტულად რესპუბლიკურ პარტიაში...ზუსტად ვიცი და ზუსტად მახსოვს, რომ ბარნოვი „რესპუბლიკელი" იყო. შემდეგ თავდავის სამინისტრომ ერთ-ერთ კარგად დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა და ბარნოვიც სააკაშვილის ბანაკში გადახტა. თბილისის ცენტრში, გრიბოედოვის ქუჩაზე კარგად გარემონტებული, ძვირადღირებული ოფისიც „დაითრია" და ასე დაიწყო ბარნოვის მანგუსტიზაცის პროცესი! - აცხადებს მაისაია „ასავალ დასავალთან" საუბარში.
წყარო: pirveliradio.ge