კოვიდ-პასპორტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, კონცეფცია მალე იქნება წარდგენილი, თუმცა, რა წერია დოკუმენტში, არ ვიცით. ვიცით, რომ პასპორტი მოქალაქეს როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდური სახით ექნება.
„პრაიმტაიმი“ მეტი დეტალის გასარკვევად დეპუტატ ლადო კახაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, აქვს კითხვები, რომლებზეც პასუხის მიღების შემთხვევაში საკუთარ აზრს დააფიქსირებს.
„ვიცით თემის შინაარსი და სხვა ქვეყნების გამოცდილება. ჩვენს კომიტეტში აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის და ამაზე მიდის მსჯელობა, შევთავაზეთ, რომ ეს იყოს საჯარო.
ზუსტად 50 წლის წინ, როცა მოცეკვავე ვიყავი, მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს და მახსოვს, საბჭოთა კავშირის პასპორტი მქონდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რომ წავსულიყავი, პასპორტი აცრების თარიღებით იყო სავსე, ასევე, განახლებადი.
მივდიოდი თუ მოვდიოდი, პასპორტს მიკონტროლებდნენ. იგებდნენ, ვიყავი თუ არა უსაფრთხო აღნიშნული ქვეყნისთვის. არც თვითმფრინავზე გვაჩერებდა ვინმე, არც საზღვარზე, რასაც გვინდა იმას ვაკეთებდით, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფდა.
პასპორტის შინაარსი ვიცი მხოლოდ, დეტალები – არა. დოკუმენტს ველოდებით. ბიზნესსექტორთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა, დეტალიზაცია იქ არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, თუ რა სარგებელი მოქვს პასპორტს. მთავარი უსაფრთხოებაა. ამ მანდატის მატარებელი ადამიანები არიან უსაფრთხოები – როგორც მასპინძელი, ასევე სტუმარი“, – ამბობს კახაძე.