„ინტერნეტიზაცია ყველა რეგიონში განხორციელდება, ამის შემდეგ იქნება ქობულეთის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე წელიწადში პროექტი დაახლოებით ათასს დასახლებულ პუნქტს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებს მოიცავს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ამ პროექტით ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ბატონ სებასტიანს მადლობა გადავუხადო და ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებლაში ჩართული იყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.