logo_geo
eng_logo
სოფელ ჩობალაურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

14 მაისი. 2021. 15:14

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩობალაურში, ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

 

„გზაზე მოწყობილია რკინაბეტონის ღარები ლითონის ცხაურებით. ავტობანიდან სოფელში მისასვლელ  1500 გრძივ მეტრზე იგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი. პროექტით განხორციელებული სამუშაოებით თავდაპირველი მოსარგებლე იქ მცხოვრები 200 ოჯახია. კეთილმოწყობილი გზა მათთვის კომფორტული და უსაფრთხო იქნება.

 

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება და მასზე 343 232 ლარი იხარჯება“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner