„შემაშფოთებელია! მიუხედავად იმისა, რომ „ტვ პირველს“ დეტალურად ავუხსენი რეალური ვითარება, გამაოგნებელი აღმოჩნდა ის სიუჟეტი, რაც სამწუხაროდ საზოგადოებამ იხილა და ასევე, სამწუხაროდ, ალბათ დაიჯერა კიდეც. პანდემიის პირობებში ხალხის კიდევ უფრო შეშინება და შეცდომაში შეყვანა მავნებლობაა“, - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი თიკო გურამიშვილი.
მისი თქმით, გარდაცვლილი პედაგოგი 2019 წლიდან აღარ არის სკოლის თანამშრომელი და დაუშვებელია ასეთი თემებით მანიპულირება.
„შემაშფოთებელია! მიუხედავად იმისა, რომ „ტვ პირველს“ დეტალურად ავუხსენი რეალური ვითარება, გამაოგნებელი აღმოჩნდა ის სიუჟეტი, რაც სამწუხაროდ საზოგადოებამ იხილა და ასევე, სამწუხაროდ, ალბათ დაიჯერა კიდეც. დაუშვებელია ასეთი თემებით მანიპულირება, კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს. ტელეკომპანიის ნაცვლად კი, მინდა, საზოგადოებას მე მოვუხადო ბოდიში, რადგან პანდემიის პირობებში ხალხის კიდევ უფრო შეშინება და შეცდომაში შეყვანა მავნებლობაა.
სწორედ საზოგადოებისთვის მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა რეალობა:
ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების და ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობა!“ - წერს თიკო გურამიშვილი.