logo_geo
eng_logo
ერდოღანი: მსოფლიომ პალესტინის მიმართ ისრაელის აგრესიაზე თვალები რომც დახუჭოს, თურქეთი ამას არასდროს შეეგუება
- +

14 მაისი. 2021. 16:45

 

„მსოფლიომ პალესტინის მიმართ ისრაელის აგრესიაზე თვალები რომც დახუჭოს, თურქეთი ამას არასდროს შეეგუება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

 

„ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ გამოსვლა ყველასათვის დიდი პატივი უნდა იყოს. მათ, ვინც დუმს ან ღიად უჭერს მხარს აგრესიას, უნდა იცოდნენ, რომ ერთ დღეს მათი ჯერიც დადგება. ჩვენ ყველა სახელმწიფოსა და ყველა ინსტიტუტს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ, მიუხედავად მათი მრწამსის, წარმოშობისა და სურვილებისა“, - აღნისნა რეჯეფ ტაიპ ერდორანმა.

 

13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner