რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი რუსეთის უსაფრთხოებას უშუალოდ ეხება.
„ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეში ხდება და პირდაპირ ეხება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.