logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი სიღნაღში, მეუფე იაკობს და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ლიდერებს შეხვდა
- +

14 მაისი. 2021. 18:06

 

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მეუფე იაკობს, იღუმენია თეოდორასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ლიდერებს შეხვდა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

 

„ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომელიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს,“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მათი თქმით, დღეს ელჩმა დეგნანმა სიღნაღში, ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს საფლავი მოინახულა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner