„ქართული ხმების“ მომღერლის, გარდაცვლილ გურამ თამაზაშვილის შვილი თამუნა თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„15 წელი მიცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა მამა. თან არ იფიქროთ, დაფინანსებით იფარგლებოდა. უკონტროლებდა ექიმთან ვიზიტებსაც, პირადად იყო ჩართული და ოპერაციებსაც ესწრებოდა ხოლმე.
მახსოვს, ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ პარიზში, ნარკოზიდან გამოსვლა უჭირდა მამას და დათუნა ჩაუყვანა, ყველაზე მეტად ეგ მოარჩენსო,
იტყვიან ახლა, მერე რა, მდიდარიაო. სიმდიდრე ფული არაა მხოლოდ. ასეთი ჟესტები მხოლოდ კაცებს ახასიათებს. რატომ ვიხსენებ? მინდა, იცოდეთ, რომ მახსოვს ეს ყველაფერი“, წერს თამუნა თამაზაშვილი.