logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ქართუს“ მიერ დაფინანსებული, სრული სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ოზურგეთის თეატრი გაიხსნა
- +

14 მაისი. 2021. 18:46

 

 

„ქართუს“ მიერ დაფინანსებული, სრული სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ოზურგეთის თეატრი გაიხსნა“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„სანამ „მთავარი“ ოპოზიციური პარტია, მავნებელი „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ფიქრობს, შევიდეს თუ არა პარლამენტში, სანამ „ ქვეყნისთვის და კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევას“ კვლავ აქტიურად აშუქებენ პარტტელევიზიები ....

 

ამასობაში ცხოვრება გრძელდება და სხვა, გაცილებით საინტერესო და სასიკეთო ამბებიც ხდება..

 

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერის და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ზუგდიდის თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები...

 

დღეს კი სრული სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ-გალამაზებული ოზურგეთის თეატრი გაიხსნა!!!

 

მართლაც, რა სასიხარულოა და სასიამოვნო ასეთ პოზიტიური ამბის მოსმენაც და ხილვაც!!!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner