logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ გაიქცეოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ - ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ
- +

14 მაისი. 2021. 21:36

 

„მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ხდება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

„ჩვენ იერიში მივიტანეთ „ჰამასის“ მიწისქვეშა სამიზნეებზე. „ჰამასი“ ფიქრობდა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ვერ დაიმალა. „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ გაიქცეოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ და ასე გავაგრძელებთ. ისინი იხდიან და კვლავაც გადაიხდიან მძიმე საფასურს. ეს ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება აღვადგინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner