logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: ველოდები კახა კუჭავასთან, საქართველოს პარლამენტის ახალ სპიკერთან შეხვედრას
- +

14 მაისი. 2021. 22:20

 

„ველოდები კახა კუჭავასთან, საქართველოს პარლამენტის ახალ სპიკერთან შეხვედრას. საქართველოს ისევ უმნიშვნელოვანესი პერიოდი აქვს წინ. არის ადგილობრივი არჩევნები. ახლა სიწყნარეა, მაგრამ მაინც არის რისკი ახალი პოლიტიკური პროვოკაციების, კრიზისისა და პრობლემების“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„კუჭავას წლებია ვიცნობ და მე ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს ამ საკითხებზე პარლამენტის ახალი თავჯდომარე. ველოდები გულახდილ საუბარს. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, მოდის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. უნდა მოვძებნოთ სპეციფიკური სფეროები და მიმართულებები, სადაც შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტად გავაღრმავოთ ურთიერთობები. შესაძლებლობები ზედაპირზეა და ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული როგორ გამოვიყენებთ მათ. ეს უნდა იყოს ქართველი სტუდენტებისთვის მეტი სარგებელი, მეტი წვდომა ერთიან ბაზარზე და სექტორული ინტეგრაცია“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

ევროპარლამენტარები მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან შესახვედრად ემზადებიან. კახა კუჭავას პირველი ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში ორშაბათს შედგება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner