logo_geo
eng_logo
მიხეილ ხეცოიძე: გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედრო სამსახურში რეზერვისტების 70% გაიწვიეს
- +

14 მაისი. 2021. 23:03

 

„ისრაელი მზად არის სახმელეთო შეტევისთვის“, - ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა  ქართველმა ჟურნალისტმა,  მიხეილ ხეცოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით,  ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში 12 000 რეზერვისტი გაიწვიეს, რაც საერთო რაოდენობის 70%-ს შეადგენს.

 

"გუშინ ცნობილი გახდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ბენი განცის მეშვეობით, რომ ისრაელის სამხედრო სამსახურში გაიწვიეს რეზერვისტების 70%, რაც დაახლოებით 12 000-ს რეზერვისტს გულისხმობს.

 

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის სახმელეთო შეტევისთვის, თუმცა კონკრეტულად არ სახელდებოდა მასიური შეტევა, ეს გულისხმობს ლოკალურ თავდასხმებს ღაზას სექტორის რამდენიმე ტერიტორიასთან, სადაც თავს აფარებენ ტერორისტები.

 

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის განცხადებას, მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს არ სჭირდება ღაზას სექტორის სრული აღება და განადგურება, რადგან ისინი საკმაოდ წარმატებით ახორციელებენ საჰაერო თავდასხმებს," -განაცხადა მიხეილ ხეცოიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner