ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში 13 მაისს მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს, რა დროსაც გია ბაღაშვილის და თამარ ტაბატაძის შვილს, „სქროლით“ ახალგაზრდები დაეჯახნენ.
„გუშინ, გია ბაღაშვილის და თამარ ტაბატაძის შვილს, სკოლასთან „სქროლით“ ახალგაზრდები დაეჯახნენ - „გადავრჩით, რომ მძიმე დაზიანება არ აქვს"
როგორც ცნობილია, თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი 4 შვილის მშობლები არიან. დღეს მათ ქალიშვილს „სქროლზე“ ამხედრებული ახალგაზრდა დაეჯახა და მადლობა ღმერთს, ბავშვი გადარჩა და მსუბუქი დაზიანებები აქვს.
თაკომ ეს ამბავი სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოსთან ერთად გაავრცელა:
„ეს არის ლიზა, 9 წლის, ჩემი შვილი. სკოლასთან ტროტუარზე იდგა და დაეჯახა ორი, „სქროლზე“ ამხედრებული, ახალგაზრდა! გადავრჩით, რომ მძიმე დაზიანება არ აქვს. საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, მაინტერესებს გარდა იმისა, რომ 9 სააათზე მკაცრად, ცხვრებივით გვერეკებით სახლებში, რაიმე წესი, კანონი, რეგულაცია არსებობს ჩვენთვის, ფეხით მოსიარულეებისთვის? თუ ასე უნდა იჯლიგინონ ტროტუარებზე გიჟებივით სკუტერებმა, სქროლებმა, მანქანებმა და ამასაც შევეგუოთ?“
პ.ს. მართლაც, დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველას. გილოცავთ, გია შენ და თაკოს, ბავშვი ახლა რომ კარგადაა. უფლის წყალობა თქვენ!“, - წერს კახიძე.