logo_geo
eng_logo
ვახტანგ კალოიანი: პრობლემა იყო ორ ვაქცინაზე რეგისტრაციის ერთდროულად გახსნა, როცა შეიძლებოდა, რამდენიმედღიანი შუალედი ყოფილიყო
- +

15 მაისი. 2021. 01:32

 

„პრობლემა იყო ორ ვაქცინაზე რეგისტრაციის ერთდროულად გახსნა, როცა შეიძლებოდა, რამდენიმედღიანი შუალედი ყოფილიყო“, – ამის შესახებ ექიმმა, „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

„მეორე პრობლემაა რეგიონული გადანაწილების ცოდნა. თბილისში მოთხოვნა მეტია, სამხრეთ საქართველოში შედარებით ნაკლები, დასავლეთში, ქუთაისში თუ ბათუმში შედარებით მეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში საშუალო და ა.შ. ეს რიცხვები დევს, მაგრამ ამას უბრალოდ, ანალიზი სჭირდებოდა, სად რა მოთხოვნაა. აცრის კაბინეტები, შესაბამისი გუნდები და შესაბამისი რაოდენობის ვაქცინები შეიძლებოდა, ისე გადანაწილებულიყო, რომ ქსელში გაჭედვა არ მომხდარიყო“, – განაცხადა კალოიანმა.

 

ვახტანგ კალოიანის თქმით, ხარვეზი რამდენიმე დღეში აუცილებლად გასწორდება, მაგრამ ისედაც შეფერხებული პროცესისთვის ეს არასაჭირო აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, სასარგებლო არ არის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner