logo_geo
eng_logo
მედია: ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 10-მდე გაიზარდა
- +

15 მაისი. 2021. 02:32

 

 

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად გარდაცვლილ პალესტინელთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. დაშავებულია 101 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“პალესტინის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

საერთო ჯამში, ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი კი, 122-ს შეადგენს.

 

„ბრუტალურ და დაგეგმილ მკვლელობად“ შეაფასა 10 ადამიანის გარდაცვალება პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, რომელიც ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

 

მაჰმუდ აბასი აშშ-სა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, იკისრონ პასუხისმგებლობა და შეაჩერონ თავდასხმები, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner