მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სამხედროებთან შეტაკების შედეგად გარდაცვლილ პალესტინელთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. დაშავებულია 101 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“პალესტინის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი კი, 122-ს შეადგენს.
„ბრუტალურ და დაგეგმილ მკვლელობად“ შეაფასა 10 ადამიანის გარდაცვალება პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, რომელიც ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.
მაჰმუდ აბასი აშშ-სა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, იკისრონ პასუხისმგებლობა და შეაჩერონ თავდასხმები, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს.