საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ საქართველოდან ისრაელის მიმართულებით ფრენები გრძელდება.
როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, ისრაელის დატოვების სურვილი მასიურად არ არის.
"ავიარეისები არ შემწყდარა. ერთადერთი, რაც გუშინწინ იყო, რომ აეროპორტი დიხურა 1,5 საათით, შემდგომ გაიხსნა ჩვეულებრივ. თუ იყო კრიზისული მდგომარეობა და საშიში, ისრაელის სხვა აეროპორტში მოხდა დაფრენა რამდენიმე თვითმფრინავის, რამდენიმე თვითმფრინავის ლარნაკაში, მაგრამ თბილისი-თელ-ავივის რეისს ეს არ შეხებია.
დღეს დილას ჩვეულებრივ გაფრინდა, როგორც Airzena-ს რეისი, ისე სხვა. არ არის ხოლმე დაგეგმილი შაბათ დღეს, მაგრამ უკვე კვირიდან ჩვეულებრივ განახლდება და ამის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ მოქალაქეებს, როდის იქნება რეისი.
თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ არის მასიურად სურვილი ქალაქების და თვითონ ქვეყნის დატოვების," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.