საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საელჩოსთვის ფსიქოლოგიური პრობლემებით მიმართვიანობა გაიზარდა. საკითხზე მან „რუსუთავი 2“-ის ეთერში ისუაბრა.
"გულწრფელად გითხრათ, დაიწყო ფსიქოლოგიური პრობლემებით მომართვა. რა თქმა უნდა, პირდაპირ არავინ ამბობს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, თუმცა ასეთ კრიზისებს მსგავსი რამ რამდენიმე დღის შემდეგ მუდმივად ახლავს.
ახლა ყველაზე მეტი საზრუნავი არის ეს, რომ სტრესი, რომლის დროსაც ჩვენ მობილიზებულები ვართ და ვცდილობთ, მაქსიმალურად ყველაფერი შევასრულოთ, მერე უკვე გადადის ადამიანის ფსიქიკაზე. განსაკუთრებით ბავშვების ფსიქიკაზე მოქმედებს ეს, როდესაც ისინი დახურულ სივრცეში ღამე არიან, განგაშის ზარი, მათზე მოქმედებს ეს ყველაფერი.
გუშინ გვიან ღამე ვიღებდით შეტყობინებებს, რომ გამოგვიყვანეთ აშდოდით ან აშკელონიდან, რისი განხორციელებაც დაბომბვის დროს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ადამიანის გამოყვანა აშდოთიდან ან აშქელონიდან, ნიშნავს იმას, რომ ღია სივრცეში ამ დროს პირდაპირ მკერდი შეუშვიროს ყუმბარებს,“ - ამბობს ლაშა ჟვანია.