logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: მიგულეთ თქვენ გვერდით ამ მძიმე წუთებში...
- +

15 ივლისი. 2016. 23:24


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ფრანგ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა


2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს, მიშელ საპენს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.


ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ტრაგედიის გამო. მიგულეთ თქვენ გვერდით ამ მძიმე წუთებში. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თქვენ, ჩვენო ძვირფასო კოლეგებო. ტერორიზმი არის საშინელი საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის და მას ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ. გთხოვთ, გჯეროდეთ ჩვენი მხარდაჭერის. ნება მიბოძეთ, გისურვოთ მშვიდობა და სიმტკიცე თქვენ, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს", - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის სამძიმრის წერილში.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner