Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 013-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 85 286-მა მოქალაქემ გაიარა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 329 407 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 918, გარდაიცვალა 4 426 პაციენტი.