logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: დღეს ის დილაა, რამაც ძალიან მატკინა და გამიგლიჯა გული
- +

15 მაისი. 2021. 12:21

 

 

კორონავირუსმა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომლის, 45 წლის რუსუდან ზუკაკიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

 

„მიდი მოდია ცხოვრება, მიდიან გვტოვებენ და ჩვენც წავალთ, ამ შეგრძნებით და იმედით ვცხოვრობთ, რა არ ხდება, რას არ გაიგებ, ისეთ გაიგებ, ისეთ მოისმენ, ისეთს დაინახავ, რისი შეგრძნება არ გინდა, არ გინდა იყო მომსწრე ამ ამბის მაგრამ სამწუხაროდ მომსწრე ხარ, გინდა უშველო მაგრამ ვერ შველი, იტყვი არ გამომივიდა, ღვთის ნება იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი…. ეს კი ყველაფერი ცხოვრება…. ცხოვრება, რომელიც ძალიან გტკენს…. დღეს ის დილა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ჰქვია გამიგლიჯა, ჩემო რუსო“, – დაწერა ლევან რატიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner