logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ვერშბოუ: NATO უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის მინიჭებას არ ჩქარობს, ვინაიდან რუსეთის ახალი აგრესიის ეშინია
- +

15 მაისი. 2021. 12:22

 

 

„NATO არ ჩქარობს უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის მინიჭებით, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების ეშინია“, - ამის შესახებ კიევის ფორუმის ონლაინდისკუსიის ფარგლებში NATO-ს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ, „ატლანტიკური საბჭოს“ საპატიო წევრმა, ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სწორედ NATO-ს ყოყმანისა და ერთიანობის ნაკლებობის გამო რუსეთის ქმედებები უფრო თამამი გახდა.

 

„NATO-ს წევრები იმეორებენ 2008 წელს გაცემულ პირობას, რომლის თანახმადაც მომავალში უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან, მაგრამ NATO-ს წევრებს არ იჩენენ ამ მიმართულებით წინსვლის სურვილს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების ეშინიათ“, - განაცხადა ვერშბოუმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner