„NATO არ ჩქარობს უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის მინიჭებით, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების ეშინია“, - ამის შესახებ კიევის ფორუმის ონლაინდისკუსიის ფარგლებში NATO-ს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ, „ატლანტიკური საბჭოს“ საპატიო წევრმა, ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ NATO-ს ყოყმანისა და ერთიანობის ნაკლებობის გამო რუსეთის ქმედებები უფრო თამამი გახდა.
„NATO-ს წევრები იმეორებენ 2008 წელს გაცემულ პირობას, რომლის თანახმადაც მომავალში უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან, მაგრამ NATO-ს წევრებს არ იჩენენ ამ მიმართულებით წინსვლის სურვილს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების ეშინიათ“, - განაცხადა ვერშბოუმ.