პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ექიმობის რთულ გზაზე საკუთარი წარმატების ისტორიას იხსენებს.
როგორც რატიანი „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში ყვება იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს სამი წელი აბარებდა, რათა უფასო სექტორზე მოხვედრილიყო.
„სამი წელი ვაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში, ძალიან მინდოდა უფასო სექტორზე მოხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ფასიან სექტორზე ვსწავლობდი, ვიცოდი რომ ერთი და იგივე პროფესურა ასწავლიდა, ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ უფასოზე მოვხვედრილიყავი.
2004 წელს ვიყავი წლის საუკეთესო სტუდენტი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ძალიან ბევრი კონკურსი იყო, გავედი და სადოქტორო პროგრამის ნაწილი გავაკეთე მაიამის სამედიცინო უნივერსიტეტში.
სულ ვიცოდი, რომ ექიმობა საპასუხისმგებლოა, მაგრამ ასეთ რთულ პირობებში თუ მომიწევდა მუშაობა, ვერასდროს წარმომედგინა“,- ამბობს ლევან რატიანი.