დაგვიანებული იყო თუ არა კობა დავითაშვილის ცემის ფაქტის გამოძიების შედეგები", - შეკითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში პასუხობს:
„ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი ე.წ გმირები. შექმნილი იყო თვალთვალის სისტემა, მათ შორის, ზოგიერთი ოპერაციას ადეიშვილი ხელმძღვანელობდა, ზოგს გვარამია, მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი შექმნა სააკაშვილმა. უფრო ინტესიური მუშაობა უნდა ყოფილიყო. თუმცა, არავინ იცის, რეალურად, რამდენი საქმე იხსნება. კობა დავითაშვილი ფიზიკურად გაანადგურეს, ფაქტობრივად მოკლეს, შემთხვევით გადარჩა, ისევე როგორც ვალერი გელაშილი და ისევე როგორც სხვა... ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს! მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, შეიძლება უფრო მკაცრები და მომთხოვნები ვყოფილიყავით, მაგრამ ბევრ თემასთან მიმართებაში სასწორზე იყო შემოდებული სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება", - განაცხადა ვოლსკიმ.