„ზაფხულისთვის ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სხვადასხვა წამახალისებელი და მასტიმულირებელი მექანიზმი შევიმუშაოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს,“ - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა კომენდანტის და ასევე შაბათ-კვირას დაწესებული გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
„ტურისტული სეზონი იწყება და ზაფხულისთვის ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სხვადასხვა წამახალისებელი და მასტიმულირებელი მექანიზმი შევიმუშაოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს. მიმდინარეობს მსჯელობა როგორც კომენდანტის საათის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ასევე შესაძლოა განვიხილოთ შაბათ-კვირას გარკვეული შეღავათების დაწესება ისეთი დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ თუ ვაქცინირებული იქნება ადამიანი, მის მიმართ გავრცელდეს კონკრეტული შეღავათები“, - განაცხადა ფერაძემ.