საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებას.
„დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მის გარდა იყოს სხვა მოადგილე. 2012 წლის შემდეგ საარჩევნო სისტემას არანაირად აღარ უკავშირდება გაყალბებას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.