უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შევლენ, საკანომდებლო ორგანოში მათი საქმიანობა ძირითადად „მასკარადი“ იქნება.
როგორ ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს დესტრუქციის იარაღად აღიქვამს.
„ალბათ უფრ ხმაური იქნება, კონსტრუქციული და საქმიანი ვითარება, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლით არ შეიქმნება, იმიტომ, რომ ისინი პარლამენტს არა საკანონმდებლო ორგანოდ, არამედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავენ, ამიტომ მათი მოღვაწეობა პარლამენტში ძირითადად „მასკარადი“ იქნება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის გაუქმებულ აქციას, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ქადაგიშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიხვდა, რომ ხალხის მობილიზებას ვერ შეძლებდა.
„2 თვით გადადებული ღონისძიება, მითუმეტეს, საპროტესტო, არ არსებობს. თუ რამე საპროტესტოა, 2 თვის განმავლობაში შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ უჭერდა და არ უჭერს ოპოზიციის დესტუქციულ დღის წესრიგს მხარს, ბევრჯერ ნათლად გამოჩნდა და ის, რომ დღეს აქცია არ ჩატარდება, ამის ნათელი მაგალითია. ოპოზიციის ყველა მხარე უნდა მიხვდეს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და თუ რამე უკეთესი შეუძლიათ, პარლამენტიდან გააკეთონ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.