logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ამის გამო დააჭერინეთ მელია?
- +

15 მაისი. 2021. 17:26

 

 

„15 მაისიც დადგა, დღე როდესაც ვითომ „გაერთიანებულ ოპოზიციას“ გრანდიოზული საპროტესტო აქცია უნდა ჩაეტარებინა, რომელიც 2 თვით ადრე დააანონსეს და საგანგებოდაც ემზადებოდნენ! აქციის ჩატარების თავიც აღარ გაქვთ? ამას ჰპირდებოდით გაქცეულ სააკაშვილს და თქვენს „ურიცხვ" მხარმადჭერებს? ამის გამო დააჭერინეთ მელია?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციას.

 

„15 მაისი პარლამენტში შესვლის დღედ გამოაცხადეს „ნაციონალებმა“, ამ უუუპრიციპულესებმა და უუუთანმიმდევრულესებმა. ისე, იმ კარვებში გამოკეტილ თითო-ოროლა ადამიანს რაღას ერჩით, თქვენ პარლამენტში და ეგენი კარვებში? გადით რეგიონებში და საკუთარი ყურით მოისმინეთ რას ფიქრობს თქვენზე ხალხი, თქვენი მხარდამჭერები, ის ხალხი რომელიც უკვე მერამდენედ მოატყუეთ და იმედი გაუცრუეთ... ვაი, თქვენს გაქცეულ პატრონს,“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner