logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „ნაცი“ გეგმავდა, რეალობა დასცინოდა - ორი თვის წინ 15 მაისის აქცია დააანონსეს და ორი დღის წინ გააუქმეს
- +

15 მაისი. 2021. 20:43

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აქციას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ 15 მაისს გეგმავდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად საპარლამენტო სივრცეში კონსტრუქციული ჭიდილია საჭირო მმართველ პარტიასთან და საარჩევნოდ კი, თავდაუზოგავი მუშაობა რეალურ და არა პოპულისტურ პროგრამებზე:

 

ნაციგეგმავდა, რეალობა დასცინოდა:

 

ორი თვის წინათ, 15 მაისის აქცია დააანონსეს და შემდეგ ორი დღით ადრე გააუქმეს. დავიჯეროთ მელიასა და რურუას გარდა გასაპროტესტებელი სხვა არაფერი აქვთ? ნაცტელევიზიებში ხომ მოთქვამენ, რომ საქართველო „მიტაცებული და ჩამოქცეულია“ და „გადაუდებელი მოქმედებაა“ საჭირო? თუმცა, ნაცოპოზიციისთვის მწარე რეალობა ისაა, რომ მათი საპროტესტო მუხტი მხოლოდ სააკაშვილის მარიონეტი ტელევიზიების სტუდიებშია და მის მიღმა სხვა ობიექტური მოცემულობაა.

 

რასაკირველია, პრობლემები არის, მაგრამ მათი მოგვარებისათვის ქუჩაში ხავილის ეპოქა დასრულებულია. საპარლამენტო სივრცეშია საჭირო კონსტრუქციული ჭიდილი მმართველ პარტიასთან და საარჩევნოდ კი, თავდაუზოგავი მუშაობა რეალურ და არა პოპულისტურ პროგრამებზე, ესაა ელექტორატის დაკვეთა! და არა რუსთაველის გამზირზე უაზრო სირბილი,“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner