logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან
- +

15 მაისი. 2021. 21:44

 

 

ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში საარჩევნო კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

 

მთავარი შეუთანხმებელი საკითხი დარჩა ცესკოს თავმჯდომარე. თუკი თავმჯდომარე რაიმე გარემოების გამო, ვერ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას, არ შეიძლება ოპოზიციის თავმჯდომარეობით ჩატარდეს არჩევნები. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გამოვიარეთ, რეალურია უნდობლობა. დესტაბილიზაციისგან, საბოტაჟისგან დაზღვეული უნდა იყოს უმრავლესობა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ბოლოს და ბოლოს სახელისუფლებო სტრუქტურაა და მთავარი პასუხისმგებელია. ნახოთ როგორი იქნება სეთანხმება. შეიძლება საერთოდ უპარტიო იყოს მოვალეობის შემსრულებელი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, კანონპროექტის ტექნიკურ საკითხებსა და შენიშვნებზე მსჯელობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner