„ნაციონალური მოძრაობის“ სურნელება ტრიალებს ყველა პარტიის ოფისში, ვერ გამოეწიწკნენ გავლენას და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პარტიებს გაეღვიძათ, ჩამოყალიბებულიყვნენ და არ შეკრებილიყვნენ შალვა ნათელაშვილის ეზოში. ეკლექტურობის პიკი იყო, როდესაც შეიკრიბნენ გამოხატულად პრორუსული პარტიები, ვითომ პროდასავლური პარტიები, ორკაციანი მეომარი პარტიები. უცნაური ხალხის კრება გაჩნდა. ერთადერთი აზრი გამიჩნდა მე და ალბათ სხვასაც, რომ რაღაცით არიან დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე და იმართებიან რაღაც გარკვეული მექანიზმით, რომლის თაობაზეც ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ. ახლა, როდესაც დასავლეთი ასე აქტიურად ჩაერია და დაინახა ამ ხალხმა, რომ ძალიან სერიოზულ დივიდენტს დაკარგავდნენ. პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ გაღარიბდა იმის გამო, რომ„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოეკიდა არაერთი პარტია თუ სუბიექტი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.