logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, მაისში „სინოვაკის“ ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს
- +

16 მაისი. 2021. 00:00

 

 

ვფიქრობ, მაისში „სინოვაკის“ ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმუნიზაციის საბჭომ ავტორიზაციამდე მისი გამოყენების რეკომენდაცია გასცა, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა კიდევ ერთხელ იქნება.

 

სინოვაკი“ გახლავთ მეორე ჩინური ვაქცინა, რომელიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს 32 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის დაახლოებით ექვს ქვეყანაში. უკვე 100 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. უახლოესი ნაშრომები გამოქვეყნდა „სინოვაკთან“ დაკავშირებით, სადაც მისი საკმაოდ მაღალი ეფექტურობა დასტურდება, დაახლოებით 90 პროცენტამდე ეფექტურობა.

 

სინოვაკთან“ დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭომ გასულ კვირას იმსჯელა და მიიღო რეკომენდაცია სამინისტროს მიმართ, რომ შესაძლებელია, დაიწყოს მისი ადმინისტრირება ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. ჯანმოს ავტორიზაციისთვის საბოლოო ფაზაში იმყოფება. მოგეხსენებათ ჯანმოს სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის ერთ-ერთი პირველი პუბლიკაცია, რომელსაც ეყრდნობა შემდეგ ავტორიზაციის პროცესი, საკმაოდ დადებითი „სინოვაკთან“ მიმართებაში იყო. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ „სინოვაკს“ავტორიზაციაზე განაცხადი შეტანილი აქვს ასევე ევროპის წამლის სააგენტოში. ამიტომ, დიდი ალბათობით, მაისში ის მიიღებს ავტორიზაციას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ იქნება განხილული ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე საკოორდინაციო საბჭოზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი ადმინისტრირების დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner