logo_geo
eng_logo
ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარისა და მისი ძმის სახლები დაბომბა
- +

16 მაისი. 2021. 11:20

 

დღეს, გამთენიისას ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარისა და მისი ძმის სახლები დაბომბა. ასევე, განახორციელა საჰაერო იერიში ანკლავზე. საჰაერო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. პალესტინური მხარის ცნობით, 10 მაისის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, გარდაცვლილია 149 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვია.

 

ათამდე გაიზარდა დანაკარგები ისრაელის მხარეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ღაზადან თელ-ავივისა და სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერშევას მიმართულებით ღამით ათეულობით რაკეტები გაუშვეს. ათი ადამიანი თავშესაფარში გაქცევის დროს დაშავდა.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი განაგრძობს სრული ძალით მოქმედებად და გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას.

 

რეგიონში იმყოფებიან აშშ-ის, გაერო-სა და ეგვიპტის წარმომადგენლები, რომლებიც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. დღეს გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner