logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერი მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის
- +

16 მაისი. 2021. 12:43

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რიგ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, პალესტინასთან კონფლიქტის დროს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

„მადლობას გიხდით, რომ ისრაელის გვერდით მტკიცედ დგახართ და მხარს უჭერთ ჩვენს უფლებას, თავი დავიცვათ ტერორისტული თავდასხმებისგან“, - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

 

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

 

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

 

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

 

კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 149-ს აღწევს, მათ შორის 41 ბავშვია. ხოლო ისრაელში თავდასხმებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner