ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„უკვე მერამდენედ, მცდელობაა, „ოცნება“ დაინგრეს შიგნიდან, რადგან გარედან ვერაფერი დააკლეს! ახლა უკვე აღარც მალავენ ერთ დროს „ქართული ოცნების“ სახელით აღზევებულები და ბორტს მიღმა დარჩენილები!
ეს ის კატეგორიაა, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ იდეის გამოყენებით საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმას იშენებდნენ, არადა, საღორეში აღმოჩნდნენ და ეჭვი მაქვს, მიჰყვება კიდევ ერთი-ორი თავდაჯერებული!!!
ვერ მოვთვლი, 2011 წლის მერე რა რაოდენობის დარტყმებს გაუძლო ბიძინა ივანიშვილმა და უძლებს დღემდე.
იყო პაუზა და ახლა განაახლეს ღია დარტყმები ღარიბაშვილზე!!!
შეუჩერებელი დარტყმები კახი კალაძეზე!
და შიდა შევიწროვება „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებზე, ვინც რეალურად სარგებლობს ხალხის მხარდაჭერით და რეიტინგით, მაგალითისთვის კახი კახიშვილი საკმარისია!
მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ პიარის მთელი რესურსი მუშაობდა, გახარიასგან შეექმნათ ახალი ბელადი - საპნის ბუშტივით გაუსკდათ და კრახით დასრულდა! ახლა წვალებ-წვალებით ცდილობენ საპნის ბუშტის დაჭერას, შერჩათ ხელში ჰაერი!
მოკლედ, ყველაზე ძლიერი პერსონები, ვინც არიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც ხალხის ნდობით და მხარდაჭერით სარგებლობენ, ახლა, აი ამ წამს მელაძის მორიგი ბლოგბასტერის მთავარი პერსონები არიან!!
დაიმახსოვრეთ:
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა ბიძინა ივანიშვილი - და მისი დატოვებული გუნდი, ამჯერად მხოლოდ აღმასრულებელ რგოლს ჩამოვთვლი
პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი
სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური - გრიგოლ ლილუაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
დედაქალაქის მერი - კახი კალაძე
და როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები გუნდის გარეშე მუშაობენ?
უი, საბოტაჟის მომწყობი და უპასუხისმგებლოები გახარიას მომხრეები როგორ გაანთავისუფლეს საჯარო სამსახურიდან?
- კაი ერთი - ქვეყანა გინდათ, თავზე რომ დაგამხობინოთ? თუ რა გინდათ, იხმაროთ ხალხიც და ქვეყანაც? - უკაცრავად, ვერ მოგართვით!!!
„ქართული ოცნების“ არც ერთი ლიდერი არ ეკუთვნის საკუთარ თავს და დიახ, ისინი იმ ადამიანებს წარმოადგენენ, ვინც აირჩია და ხმა მისცა, მათ პასუხისმგებლობის გრძნობა და ვალდებულება აქვთ და ამიტომაც ვერ ერევით, რადგან ზურგს ხალხი, მხარდამჭერები ვუმაგრებთ!!!
- როგორც კი ამ ხალხს დაგვაფასებთ, იქნებ თქვენც ჩადგეთ რამე კალაპოტში!!!“ - წერს ნუკა არველაძე.