გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“ ნდობის მოსაპოვებლად კამპანიას იწყებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამას თამარას მათრახმა ტვინი სულ გამოუფერთხა თავიდან?!
ხალხს ჯერაც არ დავიწყებია, რომ სწორედ ეს ბოროტი არსება იყო სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედ-წარმომადგენელი და ყველაზე ბინძური გამპრავებელი!
ამან ვისი ნდობა უნდა მოიპოვოს, პარტიიდან ამფსონები თავქუდმოგლეჯილი გაექცნენ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.