ლგბტ-თემის განცხადებას 17 მაისს აღლუმის ჩატარებაზე უარისთქმის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ქართული მარშის“ მხრიდან ძალადობის გვეშინია და ამიტომ 17 მაისს აღარ ვატარებთ აღლუმს“, - განაცხადეს ლგბტ ლიდერებმა.
საიდან მოიტანეს, რომ რაიმე ძალადობას ვაპირებთ?
არანაირი ძალადობა - მხოლოდ მამული, ენა, სარწმუნოება!
გეი-აღლუმი ვერ გაიმართება და ეს არა „ქართული მარშის“ გამო, არამედ უფლის ნებაა!
უფალი არ დაუშვებს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ანტიქრისტიანულ აქტს!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.