logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გეი-აღლუმი ვერ გაიმართება და ეს არა „ქართული მარშის“ გამო, არამედ უფლის ნებაა!
- +

16 მაისი. 2021. 17:02

 

ლგბტ-თემის განცხადებას 17 მაისს აღლუმის ჩატარებაზე უარისთქმის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ქართული მარშის“ მხრიდან ძალადობის გვეშინია და ამიტომ 17 მაისს აღარ ვატარებთ აღლუმს“, - განაცხადეს ლგბტ ლიდერებმა.

 

საიდან მოიტანეს, რომ რაიმე ძალადობას ვაპირებთ?

 

არანაირი ძალადობა - მხოლოდ მამული, ენა, სარწმუნოება!

 

გეი-აღლუმი ვერ გაიმართება და ეს არა „ქართული მარშის“ გამო, არამედ უფლის ნებაა!

 

უფალი არ დაუშვებს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ანტიქრისტიანულ აქტს!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner