logo_geo
eng_logo
ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 188-ს მიაღწია
- +

16 მაისი. 2021. 17:58

 

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 188-ს მიაღწია, მათ შორის 55 ბავშვია. დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კი დაღუპულია 13 ადამიანი. დღეს გამთენიისას ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარისა და მისი ძმის სახლებიც დაბომბა.

 

ისრაელის მხარეს დანაკარგი ათს შეადგენს, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ღაზადან თელ-ავივისა და სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერშევას მიმართულებით ღამით კიდევ ათეულობით რაკეტები გაუშვეს, ათი ადამიანი თავშესაფარში გაქცევის დროს დაშავდა. სულ კი, ორშაბათიდან მოყოლებული, ისრაელის მისამართით ღაზადან 3000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

 

რეგიონში იმყოფებიან აშშ-ის, გაერო-სა და ეგვიპტის წარმომადგენლები, რომლებიც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. დღეს გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი განაგრძობს სრული ძალით მოქმედებას და გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner