logo_geo
eng_logo
ანტონიუ გუტერეშმა პალესტინას და ისრაელს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
- +

16 მაისი. 2021. 19:04

 

პალესტინისა და ისრაელის მხრიდან საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა  უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

გუტერეშის თქმით, კონფლიქტის მოგვარების მიზნით გაერო ორივე მხარესთან თანამშრომლობს.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. მეორე მხრივ, ანტონიუ გუტერეშმა მწუხარება გამოთქვა დაღუპული ისრაელელების მიმართაც.

 

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

 

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

 

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

 

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

 

ისრაელში თავდასხმებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.

 

ღაზას სექტორში ისრაელის იერიშს, კონფლიქტის გამწვავებიდან დღემდე, სულ 181 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1 225 პირი დაშავდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner