logo_geo
eng_logo
თურქეთში სამხედროებმა მთავრობის შენობის დაკავების შესახებ განაცხადეს
- +

16 ივლისი. 2016. 01:07


სტამბოლსა და ანკარაში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. CNN turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. აეროპორტთან მობილიზებულია ტანკები.


ამასთან მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ.


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა.


თვითმხილველთა თქმით, ამჟამად ანკარას თავზე გამანადგურებლები და სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავენ.


სტამბოლში სამხედროებს ხიდები აქვთ დაკეტილი. კერძოდ, ბლოკირებულია სტამბოლის აზიური და ევროპული ნაწილის დამაკავშირებელი ხიდები ბოსფორის სრუტეზე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner