logo_geo
eng_logo
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით რესტავრირებული ოზურგეთის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
- +

17 მაისი. 2021. 00:12

 

ოზურგეთის დრამატული თეატრისთვის ახალი ეპოქა დაიწყო.

 

თითქმის დანგრეული ისტორიული შენობა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ დახმარების სრულად აღდგა.

 

20 მილიონი ლარი და ოთხი წელი დასჭირდა „ქართუ ჯგუფს“, რომ ისტორიული შენობის რესტავრაცია, განახლება და ტექნიკური აღჭურვა დაესრულებინა. შედეგად მოწყობილია დიდი სცენა 450-კაციანი დარბაზით, ორი იარუსით, რესტავრირებულია აპოლონ ქუთათელაძის ხელით მოხატული, ულამაზესი პანო, რომელიც გურიისა და გურულების ცხოვრებას ასახავს. თეატრის დარბაზით თანამედროვე ტექნიკით, განათებითა და ხმის სისტემით აღიჭურვა.

 

ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა მცირე სცენას, ექსპერიმენტულ და ქორეოგრაფიულ დარბაზს, სარეპეტიციო ოთახებს, თეატრის მუზეუმს, საგრიმიოროებს, მოეწყო სასტუმრო მოწვეული პერსონებისათვის, რეკვიზიტების სათავსოები, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად - ახლა თეატრში ყველაფერია, რომ შემოქმედებითი ცხოვრება ოზურგეთში სულ სხვა შემართებით გაგრძელდეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner