logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენი კამპანია ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მთელი ძალით გრძელდება
- +

17 მაისი. 2021. 00:44

 

 

„ჩვენი კამპანია ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მთელი ძალით გრძელდება,“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას გაანცხადა.

 

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა ამჟამად ისრაელის მოქალაქეებისთვის სიმშვიდის აღსადგენად მუშაობს, რასაც დრო დასჭირდება.

 

ნეთანიაჰუმ გაამართლა ღაზას სექტორის იმ შენობაზე თავდასხმა, სადაც „ესოშიეთიდ პრესის“ და „ალჯაზირას“ ბიუროები იყო განთავსებული და აღნიშნა, რომ შენობაში ასევე განთავსებული იყო პალესტინელების სადაზვერვო ოფისი.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია ვადები, თუ როდის იქნება ისრაელი მზად, რომ თავის მხრივ ბრძოლა შეაჩეროს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner