„აფხაზეთის ტერიტორიაზე ივნისში რამდენიმე სამარხი უნდა გაიხსნას და იმედია, ძალიან ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული ახალგაზრდის ცხედრის მოძებნა მოხერხდება",- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში დევნილთა და განსახლების მინსიტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„მორიგი შეხვედრა მაისში შედგება. საძებნელი და სათხოვარი ქართულ მხარეს გაცილებით მეტი აქვს, მაგრამ ეს პროცესზე გავლენას არ ახდენს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაკარგული ადამიანები მოვძებნოთ",- აღნიშნა სოზარ სუბარმა.