logo_geo
eng_logo
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები ღაზას სექტორში ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებენ
- +

17 მაისი. 2021. 10:24

 

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები ღაზას სექტორში ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებენ. ისრაელში აცხადებენ, რომ იერიშის სამიზნე გახდა „ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი და ტერორისტების სხვა ობიექტები.

 

„როიტერის“ და „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ღაზას სექტორში 100-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ ბოლო საათების განმავლობაში დაიბომბა „ჰამასის“ ცხრა მეთაურის სახლები.

 

„თავდასხმა განხორციელდა სახლებზე, რომლებსაც ტერორისტულ ინფრასტრუქტურად იყენებდნენ და ზოგიერთ სახლში იარაღის საცავებიც კი იპოვნეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner