logo_geo
eng_logo
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი მეამბოხე სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს
- +

16 ივლისი. 2016. 01:45


უკანასკნელი ცნობებით, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი მეამბოხე სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს. თურქეთში აშშ-ის ყველა სამხედრო ბაზა უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეზეა გადაყვანილი. ერდოღანის ადგილსამყოფელი ამ წუთებში უცნობია.


ამბოხებულებმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი ყველა ქვეყანასთან არსებულ ურთიერთობებს შეინარჩუნებენ. კომუნიკაციისთვის იმეილების გამოყენება ურჩიეს.


ცოტა ხნის წინ თურქეთის ტერიტორიაზე დაიბლოკა ტვიტერი, ფეისბუქი და იუთუბი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner