logo_geo
eng_logo
თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს
- +

16 ივლისი. 2016. 01:48


თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეკომპანია CNN turk-ს ტელეფონით, "სკაიპით" ჩაერთო.


როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, თურქეთში მიმდინარე მოვლენების უკან "პარალელური სტრუქტურები" დგანან. ერდოღანის თქმით, თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შესაბამის პასუხს გასცემს.


თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა.  მათი თქმით, ამიერიდან თურქეთს "სამშვიდობო საბჭო" მართავს.


სამხედრობს დაკავებული აქვთ მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. დახურულია აეროპორტები. თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner