logo_geo
eng_logo
თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს
- +

16 ივლისი. 2016. 01:54


თურქმა სამხედროებმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედროებს დაკავებული აქვთ სახელმწიფო ტელევიზიის TRT-ს შენობა, რომელიც ანკარაში მდებარეობს. თურქეთში დაიკეტა აეროპორტები. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. თურქეთში სტრატეგიულ ობიექტებს სამხედროები იცავენ.


"თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად  დაიკავეს ქვეყნის ადმინიტრაცია კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ყველა საერთაშორისო შეთანხმება კვლავ ძალაში რჩება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩვენი კარგი ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან გაგრძელდება", - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner